ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე არ მივიდა
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული. გვარამიას უწყისი გუშინ ჩაბარდა, თუმცა დაგეგმილი დღის გამო, გვარამიამ დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა, გვარამია პროკურატურაში მისვლას ხვალ გეგმავს.
საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვარამია დაკითხვაზე გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. როგორც უწყისშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას განცხადებაში გამოძიებისთვის საინტერესო ახალი დეტალები გამოიკვეთა. პროკურატურაში დაკითხვაზე ნიკა გვარამიასთან ერთად ტელეკომპანიის არცერთ სხვა თანამშრომელს არ იბარებენ.