Express News

„ეროსი იმ შეხვედრაზე ვერ მოხვდებოდა, სადაც ბავშვის მკვლელობა დაიგეგმა“ -ეს არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადება



ეროსი კიწმარიშვილი იმ შეხვედრაზე ვერ მოხვდებოდა, სადაც ბავშვის მკვლელობა დაიგეგმა. ამის შესახებ „პირველ რადიოს“ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინფორმაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, ინტერნეტის საშუალებით დღეს შეიტყო. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ეს შეურაცხმყოფელი განცხადებაა.

„ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია. ეს არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადება. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილი მონაწილეობდა ვიღაცებთან ერთად შეხვედრაში, სადაც დაიგეგმა ბავშვის მოკვლა, ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამორალური განცხადება. ეროსი კიწმარიშვილი წინააღმდეგი იყო თუ არა, ეს არაფერს არ ცვლის, ასეთი ტიპის შეხვედრაზე ის ვერაფრით ვერ მოხვდებოდა და ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია“.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება შესაძლოა ერთმანეთთან კავშირში იყოს. ადვოკატ რომეო საჯაიას ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი იმ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც მისი თქმით, 10 თვის ბავშვის მკვლელობა დაიგეგმა. როგორც საჯაიამ განაცხადა, კიწმარიშვილი ბავშვის ლიკვიდაციის წინააღმდეგი იყო.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT