საუბარია პერიოდზე, რომლის დროსაც პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხები უკანონოდ იხარჯებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გასაიდუმლოებული ხარჯებით კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი.
http://pia.ge/