Express News

"თუ "ოც­ნე­ბამ" მოკ­ლა ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი, რა­ტომ გა­დაგ­ვი­ხა­და ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა 3 ათა­სი ლა­რი­?


30 სექ­ტემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა ღა­მეს, 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი, ბე­ბი­ის სახ­ლში, სო­ფელ კო­ლა­გ­ში, წყლით სავ­სე ქვევ­რში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ამ ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მომხდარი დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. საქ­მეს შსს-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯა­ხის წევ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და გა­ნაცხ­ა­დეს, რად­გა­ნაც შსს-მ დღემ­დე ვე­რა­ფე­რი გა­მო­ი­ძი­ა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მოთხ­ოვ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავ­თო. მკვლე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე ბავ­შვის დე­დაც და დე­ი­დაც კვლავ ალა­პა­რაკ­დნენ.
"ყვე­ლა სი­ახ­ლე" გარ­დაც­ვლი­ლი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­დას, და­ლი მე­ქე­რიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- თქვენ, ბარ­ბა­რეს დე­დას­თან ერ­თად, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა 3 ათა­სი ლა­რი გად­მოგ­ცათ და დას­ძი­ნეთ - თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ა" გა­რე­უ­ლი ამ ტრა­გე­დი­ა­ში, მა­შინ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა რა­ტომ მოგ­ვცეს 3 ათა­სი ლა­რი­ო. რო­დის გად­მოგ­ცათ ეს თან­ხა გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და რა­ტომ გა­ნაცხ­ა­დეთ ამის შე­სა­ხებ მა­ინ­ცდა­მა­ინც ახ­ლა?

- უშუ­ა­ლოდ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს არ მო­უ­ცია ეს თან­ხა, მან ის ერთ ადა­მი­ანს გა­მო­ა­ტა­ნა, ეს თან­ხა გამ­გე­ო­ბამ გა­მო­ყო ჩვე­ნი ოჯა­ხის ჭი­რის დღის­თვის და­სახ­მა­რებ­ლად, თან ასე გვითხ­რეს - ეს გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­გეხ­მა­რათ, მან გა­მო­გიგ­ზავ­ნა­თო. 

- თუ გამ­გე­ო­ბა ფი­ნან­სუ­რად და­გეხ­მა­რათ ჭი­რის დღის­თვის, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ეს ცუ­დი გან­ზრახ­ვით ჩა­ი­დი­ნა...
- ჩვენ მას ვაბ­რა­ლებ­დით ამ ამ­ბის ჩა­დე­ნას და ლა­მის ხელს ვა­დებ­დით გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს, ის ხომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი იყო და რა­ტომ გვეხ­მა­რე­ბო­და? რა გა­მო­დის? - იმა­ში გა­დაგ­ვი­ხა­და 3 ათა­სი ლა­რი, ბარ­ბა­რეს სიკ­ვდილს რომ ვაბ­რა­ლებ­დით? ესე­ნი ტყუ­ლად ვის რას უხ­დიდ­ნენ? ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე ვამ­ბობ.

- თუ­კი არ გინ­დო­დათ თან­ხის მი­ღე­ბა, რა­ტომ მა­შინ­ვე არ გა­აპ­რო­ტეს­ტეთ?

- რო­დის უნ­და გაგ­ვეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა? ისე­თი შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით მომ­ხდა­რით... თქვენ რომ ამ­ბობთ, იქ­ნებ სი­კე­თით გა­ა­კე­თა­ო. იმ­დე­ნი ტრა­გე­დია დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა ამ სო­ფელ­ში და არა­ვის­თვის თა­ვი არ მო­უკ­ლავთ და რა­ღა ჩვენ­ზე გა­და­ი­რივ­ნენ? ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავ­და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის დროს დახ­მა­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ის არა­ვის დახ­მა­რე­ბი­ა. მით უმე­ტეს, ჩვენ მას ვაბ­რა­ლებ­დით ყვე­ლა­ფერს და რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ­და ჩვენ წი­ნა­შე? ჩვენს სო­ფელ­ში ბი­ჭი მოკ­ვდა, ძა­ლი­ა­ნაც უჭირ­დათ, გან­ცხა­დე­ბაც და­წე­რეს, მაგ­რამ არა­ფერ­ში დახ­მა­რე­ბი­ან. რა­ტომ იმ გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ოჯახს არ მის­ცა თან­ხა, რო­გორც ჩვენ მოგ­ვცეს? 

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რომ მი­ე­ცა თქვე­ნი დის ოჯა­ხის­თვის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით ფუ­ლი, მათ­ზეც, გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ ეჭ­ვი? 
- მე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ვი­ყა­ვი და მათ სა­სარ­გებ­ლოდ ვმუ­შა­ობ­დი. მე ვთქვი, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მოკ­ლა ბავ­შვი, მა­შინ რა­ტომ გა­დაგ­ვი­ხა­დეს ფუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და არა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ"?

- გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავთ. არა­და, საქ­მეს შს სა­მი­ნის­ტრო იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობთ? ცნო­ბი­ლია ისიც, რომ თქვენ შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შეგ­ხვდათ - საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვად მი­ნის­ტრი აკონ­ტრო­ლებს. 
- დი­ახ­, შევ­ხვდით შს მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, დაგ­ვპირ­და საქ­მის გახ­სნას, მაგ­რამ საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. გა­მო­ძი­ე­ბას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ხში­რად ვრე­კავთ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან და რო­ცა ვე­კითხ­ე­ბით, ხომ არა­ფე­რია ახა­ლი საქ­მე­ში, გვპა­სუ­ხობს - არა­ფე­რი­ო. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი­ა. რა აზ­რი აქვს საქ­მის პო­ლი­ცი­ა­ში გა­ჩე­რე­ბას? ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, 
თა­ვის თავ­ზე აი­ღოს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და დად­გინ­დეს ბარ­ბა­რეს სიკ­ვდი­ლის მო­ტი­ვი და ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნის ვი­ნა­ო­ბაც გა­ირ­კვეს.

- ხომ არ აპი­რებთ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვ­რის შე­ტა­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში? 
- და­ვე­კითხ­ე­ბი ჩემს ად­ვო­კატს, რო­გორ და რა­ნა­ი­რად უნ­და მო­ვიქ­ცე - მის­გან ავი­ღებ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

- თქვით, პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თავთ და გა­ირ­კვე­ვა ამ და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვიც და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­ცო. თქვენ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე სა­უბ­რობთ, არა­და, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თა­ვი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნად თქვენ და თქვე­ნი ქმა­რი მი­აჩ­ნდით...

- კი, ასე იყო. პო­ლი­ცია მე და ჩემს ქმარს გვე­უბ­ნე­ბო­და, სად გყავთ ბავ­შვი, გა­მო­ა­ჩი­ნე­თო. რა სი­სუ­ლე­ლე­ა? იმა­საც კი ამ­ბობ­დნენ, ბავ­შვი ქვევ­რთან მი­ფოფ­ხდე­ბო­და­ო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ხალ­ხნო, რო­გორ მი­ფოფ­ხდე­ბო­და, ბავ­შვმა ფოფ­ხვა არ იცო­და-­მეთ­ქი.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გო­ჩა სი­ბაშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეს. მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: - "რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­და რამ­დენ­ჯერ გა­ა­კე­თებს არა­ა­დეკ­ვა­ტურ გან­ცხა­დე­ბებს, მე ამის მი­ხედ­ვით კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. მით უფ­რო, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მე­ტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რად".

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT