New York Times-ის ახალი ამბების ბლოგზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტისა და ამერიკელი მასაჟისტის ამბავი დეტალურად არის განხილული.
მასაჟისტი წერს ბლოგზე: ”მე აქ ერთი კვირაა რაც ვარ და ვუკეთებ მასაჟს დედამიწაზე ჩემს საყვარელ კლიენტს... საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დამპატიჟა მის საინტერესო ქვეყანაში”.
New York Times-ის ბლოგის ავტორი შემდეგ განაგრძობს: ”რაც შეეხება ბატონი ბოკერიას მტკიცებას, რომ პრეზიდენტს არ გაუგზავნია მისი თვითმფრინავი Dr. Dot-ის საქართველოში ჩამოსაყვანად, აქ უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე კადრზე იმ სამნაწილიანი ვიდეო დღიურისა, რომელიც მის [მასაჟისტის] YouTube-ის არხზეა განთავსებული, ჩანს ბათუმის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მდგარი თვითმფრინავი, ხოლო თავად Dr. Dot-ი ამბობს: ’ხედავთ თვითმფრინავს? მე ჩამოვფრინდი ბერლინიდან, გერმანიიდან ბათუმში, საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად’. ასე რომ, Dr. Dot-ის სიტყვების მიხედვით, თვითმფრინავი მისთვის არ გაუგზავნიათ, მან პრეზიდენტთან ერთად იმგზავრა.”