კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალ ჩინოსნებს წამებაში ადანაშაულებს. როგორც მოლაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არსებობს საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.
მისივე ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის მკვლელებისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობას შორის გარკვეული კავშირი არსებობს.
„გირგვლიანის მკვლელები იყვნენ შსს-სსპეცაგენტები, რომლებიც ასრულებდნენპირადად პრეზიდენტის, შს მინისტრის და ხელისუფლების სხვა მაღალი პირების დავალებებს.არსებობს ინფორმაცია მათი შესაძლო კავშირის შესახებ სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან,მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან. ნინო ქადაგიძემ თავად თქვა, რომ ზურაბ ჟვანიასსიკვდილი ახალაიას, ალანიას და მელნიკოვს უკავშირდება. გირგვლიანის მკვლელები მათდამკვეთებთან ერთად იმდენ ბინძურ დანაშაულებში იყვნენ გახვეული, რომ მერაბიშვილსაც დასააკაშვილსაც აკანკალებდათ, ხმა არ ამოეღოთ,“ - განაცხადა სულხან მოლაშვილმა „ასავალ-დასავალთან“.
როგორც სულხან მოლაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან პროკურატურის მიმართ ბრალდებები ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გახსნის მოახლოებას უკავშირდება.
„მერაბიშვილმა ის აგვიხსნას, რა ეჩქარებოდა, როცა დილაუთენია ტელევიზიით გამოვარდა და ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე, პირდაპირ გამოაცხო დასკვნა, პრემიერ-მინისტრი გაზით გარდაიცვალაო. ვფიქრობ, მერაბიშვილის ბოლოდროინდელი გაშმაგება, „ნაციონალების" თავდასხმები პროკურატურაზე, უკავშირდება სწორედ იმას, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე მალე გაიხსნება! რატომ ჰგონიათ ამ ბრიყვებს - „ნაციონალურ მოძრაობას" და მის დამქაშებს, რომ პროკურორის გალანძღვით მათი ბრალი შემცირდება? მათ ჩადენილ დანაშაულს ვერაფერი გადაფარავს,“ - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას სულხან მოალშვილი ი ციხეში პატიმრების წამებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ყოველღამე ისმოდა პატიმრების ყვირილი. ნაწამებ მჯავრდებულებს კი სამედიცინო დახმარების გარეშე ტოვებდნენ.
„პატიმართა უმრავლესობას ისეთი საშინელებები გვაქვს გადატანილი, რომ დღეს ვანომერაბიშვილის განცხადებაზე, შეუძლებელია, სიმწრით არ გაგვეღიმოს. ყოველღამე ისმოდამამაკაცების ტირილი, სასოწარკვეთილი ადამიანების განწირული მოთქმა-გოდება, ნაწამებიპატიმრების არაადამიანური ღრიალი, ყოველღამე სისხლში ცურავდნენ პატიმრები. აღარაფერსვამბობ იმაზე, თუ როგორ ტოვებდნენ მათ უწამლოდ და სამედიცინო დახმარების გარეშე, როგორყრიდნენ შიშვლებს გაყინულ კარცერებში. სიმწრით მეცინება, ვანო მერაბიშვილის მეუღლე რომპაემანს ითხოვს. ხომ გახსოვთ მთელი წელიწადი და 8 თვე შვილი არ მაჩვენეს. ზუსტადმერაბიშვილის ბრძანებით და ახალაიას ხელშეწყობით ღამის სამ საათზე „რესბალნიცაში"სასამართლო პროცესი რომ ჩამიტარეს, ესეც ხომ გახსოვთ? იმ პროცესს არც მე დავსწრებივარ და არც არავინ შესულა დარბაზში მოსამართლისა და პროკურორის გარდა. მთვრალმა, გალეშილმა მოსამართლემ გამომიტანა განაჩენი. აი, თავად ასეთ საშინელებებს სჩადიოდნენ შუაღამეს ციხეებში. დღესაც ცოცხლები არიან ის ბიჭები, ვისაც პათოლოგიური სიმთვრალით„დაჯილდოებული" ახალაია ტყვიებს ესროდა. რა საბიუჯეტო თანხები უნდა ამ ბიჭებისმოძიებას და გამოკითხვას?“ - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.