Express News

გალში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს ორშაბათიდან მიკროავტობუსი მოემსახურება



18 ქართველ მოსწავლეს, რომლებიც გალის რაიონის სოფლებიდან ოტობაიადან, ნაკარღალიდან და ფიჩორიდან განმუხურში გადმოდიან, ორშაბათიდან მიკროავტობუსი მოემსახურებათ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯემალ გოგოხიამ განუცხადა.
გოგოხიას განცხადებით მიკროავტობუსი ქართველ მოსწავლეებს დილის საათებში ორსანტია-ოტობაიას ე.წ გამშვებ პუნქტთან დაელოდება და მათ განმუხურის საჯარო სკოლამდე მოემსახურება.
“სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლრბის სამინისტროს მხარდაჭერით, ორშაბათიდან ქართველ მოსწავლეებს მიკროავტობუსი ყოველდღიურად მოემსახურება. დილით მიკროავტობუსი მათ ორსანტია-ოტობაიას ე.წ გამშვებ პუნქტთან დახვდება და განმუხურის სკოლამდე უზრუნველყოფს მოსწავლეების ტრანსპორტირებას, ასევე მოემსახურება მათ განმუხურიდან ორსანტიამდე. ეს მგონი არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება და დიდ მადლობას ვუხდით ადგილობრივ ხელისუფლებასა და განათლების სამინისტროს”-განაცხადა ოთარ გოგოხიამ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT