„თავისუფალი ზონის“ არასრულწლოვან აქტივისტებს ფსიქოტროპულ პრეპარატებს ასმევენ
ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ არასრულწლოვან აქტივისტებს, ორგანიზაციის ოფისში სპირტიან სასმელებს და ფსიქოტროპულ პრეპარატებს ასმევენ, ხოლო არასრულწლოვნების მართვა და მათი „იდეოლოგიურად აღზრდა“ ერთ პიროვნებას აქვს მინდობილი, რომელიც გვარად კეთილაძეა.
ამის შესახებ „საღამოს გაზეთს“ ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დროს არასრულწლოვნებს რამდენიმე დავალება ეძლევათ, მათ შორის პოლიციელების პროვოცირებაც, რაც შემდეგ მათი დისკრედიტაციის საფუძველი უნდა გახდეს.
რა დავალებას და ინსტრუქციებს იძლევიან ნაციონალი ლიდერები კონკრეტულად, რა პროვოკაციები მზადდება და რა ბრძანებას გასცემენ „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებზე ორგანიზაციის ხელმძღვანელები და რას ჰპირდებიან ნაციონალები მათ როცა ხელისუფლებაში მოვლენ, ამასთან დაკავშირებით ვრცელი მასალის ნახვა მკითხველს ,,საღამოს გაზეთის“ 15-16 აპრილის ნომერში შეეძლება.