საყდრისში ისტორიულ საბადოსთან კარვები გაშალეს
"საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის" წევრებმა საყდრისში კარვები ისტორიული საბადოს მოპირდაპირე მხარეს გაშალეს.
საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული საბადოს დასაცავად კომიტეტის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის 40-მდე წარმომადგენელი საყდრისში ჩავიდა და იქ დაბანაკდა. კომიტეტი სულ 30-მდე ორგანიზაციისაგან შედგება. ადგილზე საპატრიარქოს ახალგაზრუდლი მოძრაობა "დავითიანნის", "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის", "მწვანე მუშტისა" და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ