ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მათი უმეტესობა უკვე მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის აჭარის 2014 წლის ბიუჯეტში 6 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
რა თანხა დაიხარჯება წელს ბულვარის განათებაში, მოცეკვავე შადრევნებისა და ზოოკუთხის მომსახურება-შენახვაში და რა უჯდება ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარის დაცვა?
ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების მომსახურებაში, ელექტრო და სამეურნეო საქონლის შეძენისთვის წელს 244 000 ლარია გათვალისწინებული.
გარე განათებისა და მუსიკალური შადრევნების ელექტროენერგიაში 305 571 ლარი გაიხარჯება, ხოლო წყლის ხარჯი - 39 580 ლარი იქნება.
ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის წელს 582 891 ლარს ახარჯავენ.
55 557 ლარი დაიხარჯება ბულვარში არსებული ზოოკუთხისა და ზოოკუთხის მობინადრეთა მომსახურებაში, ხოლო ფარშევანგებისათვის ვოლიერებისა და კარიების მოწყობაში
100 000 ლარი.
ბულვარის ტერიტორიის დაცვისთვის კი წელს 602 796 ლარია გათვლილი.
batumelebi.ge