Express News

“ქართველი სამხედროები უკრაინაში გაემგზავრებიან”

უკრაინაში დაგეგმილ ნატო-ს სწავლებაში ქართველი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ სააგენტო „Reuters“ აშშ-ის შეაირაღებული ძალების ევროპული სარდლობის “EUCOM”-ის წარმომადგენლის გრეგორი ჰიკსზე დაყრდნობით იუწყება.

ათდღიანი სწავლება სახელწოდებით „RAPID TRIDENT 2014“ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ „იავორივ“-ის საწვრთნელ ცენტრში  16 სექმტებერს დაიწყება და მასში მონაწილეობას  1 300-მდე მეტი სამხედრო პირი მიიღებს საქართველოდან, აშშ-დან, კანადიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, მოლდოვეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან და  დიდი ბრიტანეთიდან.

სააგენტო “Reuters”-ი იწუყება, რომ თავდაპირველად საერთაშორისო წვრთნების ჩატარება ივლისში იგეგმებოდა, თუმცა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო 2 თვით გადაიდო.

რუსეთი ნატო–ს დაგეგმილ სწავლებას  პროვოკაციად აფასებს.

სამხედრო ექსპერტ ლეონიდ ივაშოვის განცხადებით, სწავლების დასრულების შემდეგ ვაშინგტონს უკრაინაში  ნატო–ს სამხედრო კონტინგენტის დატოვება სურს.

„უკრაინის ტერიტორიაზე ნატო–ს სწავლების ჩატარება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, რომლის მიზანიც რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაა. რუსეთსა და ნატო–ს შორის არსებული შეთანხმებით, ნატო–მ ალიანსის არაწევრი სახელწმიფოების ტერიტორიაზე წვრთნები არ უნდა ჩაატაროს. ამდენად, ეს შეთანხმების დარღვევაა“ -  განაცხადა ექსპერტმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT