კახი კალაძის გუშინდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძის უმცროსი ვაჟი, რეზიკო ბიწაძე ეხმაურება. ბიწაძე კალაძეს "ორღობის ჭორიკანა დედაკაცს" უწოდებს.
"კახი! ვის არ მოუკითხავს ხალხი 26 მაისს?! 17 წლის ასაკში ზონა-ზონა პერედაჩებზე რო დავრბოდი ფეხით (ეს მარტო მე), ვინ მყავდა ცოცხალი ვინ მკვდარი წესიერად არც ვიცოდი! რა გალაპარაკებს ამდენს, რო დაგვიჭირეს და გადაგვიარეს მაშინ შენ არმანის ნიფხავში წამოგორებული იღებდი სურათებს იტალიაში! სპეცნაზმა გამოიყვანა ბურჯანაძეო სააკაშვილის გარდა არავის არ უთქვამს ეგ სისულელე და იმანაც ერთხელ და მეორედ ვეღარც გაიმეორა. ბოლოს და ბოლოს რამდენიმე ასეულმა კაცმა უყურა მარტო ჩვენი მხრიდან ვინ როგორ გამოვიდა. მის ადგილზე ეჭვი მაქვს ტირილით გამოვარდებოდი იქედან. ვიცე-პრემიერი ხარ კანავაროსთან ერთად კი არ ხარ იახტაზე რო ჭორაობ ორღობის დედაკაცივით",-წერს სოციალურ ქსელში რეზიკო ბიწაძე