Express News

საქართველოს სამ ქალაქში რუსეთის დღე აღინიშნება



საქართველოში რუსი თანამემამულეების კავშირის პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი აცხადებს, რომ პირველად სამ დიდ ქალაქში - თბილისი, რუსთავი, ბათუმი ჩატარდება რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიეძღვნება რუსეთის დღის აღნიშვნას. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „რუსეთის დღეს ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ეს ჩვენი დღესასწაულია, ჩვენი სამშობლოს დღესასწაული. გვიხარია, რომ წელს მოვახერხეთ საინტერესო პროგრამის წარმოდგენა“, - განაცხადა სვარჩუკმა.
ბათუმში უკვე ჩამოფრინდა პეტროზავოდსკის ანსამბლი, ასევე, ბათუმში გამოვლენ მომღერლები პეტერბურგიდან. 13 ივნისიდან ღონისძიებები დაიწყება რუსთავშიც, სადაც ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გამოვლენ რუსული სიმღერის ანსამბლი „კატიუშა“ და პოეზიის თეატრი „კრედო“.  

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT