ტანმოვარჯიშე, სალომე დავითიშვილიერთი პერიოდი აქტიურად ჩანდა სატელევიზიო სივრცეში. პირველად ტელეკომპანია ''იმედში'' გამოჩნდა. დილის ეთერში ვარჯიშს ასწავლიდა მაყურებელს. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ოთარ ტატიშვილის შოუშიც. მას მერე სალომე ეკრანებიდან გაქრა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა მისი ფოტოები, სადაც სალომე შავ საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი, ტანზე შოკოლადი უსვია და მაყურებელ მამაკაცებს სცენიდან ეალერსება.
სალომეს დავუკავშირდით და რამოდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- სალომე, ''რეიტინგიდან'' გაწუხებ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს.- გისმენთ.
- დიდი ხანია არსად გამოჩენილხარ, ტელევიზიასა და პრესას ვგულისხმობ, სად ხარ, რას საქმიანობ?- როგორ გითხრათ, ჯერ-ჯერობით ვისვენებ.
- ანუ ამ ეტაპზე არც ერთ პროექტში არ ხარ დაკავებული?- ამჟამად არა.
- ის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობდი შენი სურვილით დატოვე?- უბრალოდ გადავწყვიტე დამესვენა. ეს ჩემი სურვილი იყო. ვფიქრობ, ყველა ადამიანს სჭირდება დასვენება, რომ ახალი იდეებით, ახალი შემართებით დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს.
- სალომე, ტანმოვარჯიშე ხარ, სტუდია თუ გაქვთ, ბავშვებს თუ ამზადებ?- კი, ვაკის საცურაო აუზზე ვავარჯიშებ ბავშვებს.
- ახლახან სოციალურ ქსელში შენი ფოტოები გავრცელდა, საცურაო კოსტიუმში ხარ, შოკოლადით მოთხუპნული. სად არის გადაღებული?- თუ არ ვცდები, 2007 წელის ვალენტინობას არის გადაღებული ერთ-ერთ კლუბში. (ამ პასუხის შემდეგ სატელეფონო კავშირი ჩემსა და რესპონდენტს შორის მოულოდნელად გაწყდა. რამდენიმე ზარის შემდეგ სალომემ კვლავ გვიპასუხა, ამჯერად გაღიზიანებული და ნაკლებად გულახდილი ჩანდა. ავტ.)
- სალომე, შეგიძლია ამიხსნა რატომ ხარ ასეთ ფორმაში და რა ხდება ამ მომენტში კლუბში?- არ ვიცი, ვერ გეტყვით. მანდ რაღაცეები ფოტოშოპით არის გაკეთებული და მაგ ფოტოებზე საერთოდ კომენტარის გაკეთება არ მინდა.
- რას გულისხმობ, ამ ფოტოებზე შენ არ ხარ?- არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება.
- 2007 წელს გადაღებული ფოტოები დღეს რატომ გახდა აქტუალური, ვინ გაავრცელა ხომ არ იცი?