Express News

მიხეილ სააკაშვილის მძღოლი დაკითხვაზე დაიბარეს


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, თურქეთში მიმავალი მამუკა ქუმსიაშვილი საზღვარზე გააჩერეს და უწყება ჩააბარეს. 

ნადირაშვილის თქმით, “არანაირი საქმეები სააკაშვილის ირგვლივ არ არსებობს”. “ისინი პირდაპირ აცხადებენ მას დამნაშავედ. შემდეგ ამ საქმეების შეკერვას ცდილობენ და ქუჩა-ქუჩა ეძებენ მოწმეებს. გვინდა, მივმართოთ პროკურატურას, თავი დაანებოს ადამიანებზე ანგარიშსწორებას. ნუ უსწორდებიან ამ ადამიანს იმის გამო, რომ დაკითხვაზე მისვლა ადვოკატთან ერთად უნდოდა”, -განაცხადა ნადირაშვილმა. “ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ის მანქანაში გარდაიცვალა. თუ ამ თემაზე ვარ დაბარებული, საჯაროდ ვაცხადებ, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ზურაბ ჟვანია იქ არ ყოფილა, მანქანაში მარტო ვიყავი და ხეს მე დავეჯახე”, - განაცხადა მამუკა ქუმსიაშვილმა



http://pia.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT