ინტერნეტში კესარიას ვიდეო და ფოტო ვცელდება,წარწერით კესარიამ დარკვეთის მაღარო მოინახულა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარკვეთის მაღაროს მფლობელი კესარია აბრამიძეა.
ინფორმაციას კესარიას ბიზნესში ჩართვის შესახებ, მისი მეგობრებიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ კესო რამდენჯერმე თავად იყო კიდეც ჭიათურაში, სადაც ბიზნეს მოლაპარაკებები აწარმოა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღარო კესოს შეყვარებულმა შეისყიდა, რომელმაც ის საყვარელ ადამიანს აჩუქა. ინფორმაცია თავად კესარიასთან გადავამოწმეთ.
- კესარია,
– არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.
– ადგილობრივები ამბობენ, რომ თქვენია მაღარო...
– ჩემი რა არის. ჩემს გვერდით არის ადამიანი, ვისაც არ სურს ხმამაღლა ვილაპარაკო ამ ყველაფერზე, ამიტომ არ გავაკეთებ კომენტარს.
– ანუ საყვარელმა ადამიანმა გაჩუქათ მაღარო?
– არ ვაპირებ ვიყვირო, ვინ რა მაჩუქა, რა საჭიროა? შეიძლება გამიკეთეს სურპრიზი და არ ვიცი (იცინის)