აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვასთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილის გენპროკურორობის დროს მომხდარ ბიზნესის წართმევის ფაქტს ასაჯაროებს.
„ჩემი მეგობარია თამაზ გელაშვილი, რომელსაც ჭითაჰესი ჰქონდა, საოცრად გამართულად მუშაობდა. იმდროინდელმა გენპროკურორმა ოქრუაშვილმა უთხრა, ეს უნდა გაყიდო და წილი რაც გაქვს, ჩვენ უნდა მოგვცე, თუ არ დათმობ, სამი ქალიშვილი გყავს და უბედურებას დავმართებთო. ოჯახმა გადაწყვიტა დათმობა. გააყიდინეს ორმილიონ ნახევრად ეს ჰესი და ერთი წლის შემდეგ თოთხმეტ თუ თხუთმეტ მილიონ დოლარად გაყიდეს ვითომ ჩეხებზე, ჩეხები აქ არ ჩამოსულან.
ვიღაცებმა გაიყვეს ეს ფული. ეს კიდევ მეორე უბედურებაა, გორის მერობას რომ აპირებს. გმირად გამოიყვანეს, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დავწერე, რომ ეს არის ერთი ხის ორი ნაყოფი, მოხდა მათ შორის უთანხმოება ფულის გაყოფის ან სხვა რამის გამო. ამ კაცმა მოღვაწეობა დაწყო საროსკიპოების დაწიოკებით. ამ დროს ქვეყანაში სხვა თავზე საყრელი პრობლემებია“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
სახალხო კრების“ წევრი ახალ ხელისუფლებას ქმედებებს უწუნებს და აცხადებს, რომ „ნაციონალები“ დაუსჯელები არ უნდა დადიოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობისგან აღარაფერი მიკვირს, დედამიწის ზურგზე არ მეგულება ისეთი უტიფარი, უზნეო ადამიანები, როგორებიც არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. არც სამშობლოსადმი სიყვარული გააჩნიათ, არც ღირსება, არც ზნეობა, შუბლის ძარღვი აქვთ კარგა ხანია გაწყვეტილი… „ნაცებს“ არ აქვთ მეგობრობის განცდა. კარგად მახსოვს ის კადრები, როცა უგულავა თავისი მეგობრის ცოლს ერთ ადგილას დოლარს ტენიდა. ეტყობა სხვა უნარი და შესაძლებლობა არა აქვს.
ამის ჩამდენი ხალხი ყველაფერს იკადრებს. თუ თავის დროზე ესენი არ აილაგმნენ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ქართველი ხალხი ლინჩის წესით გაუსწორდება… მახსოვს „რესპუბლიკელების“ და პარლამენტის თავმჯდომარის ამაყი სიტყვები, ჩვენი მოვალეობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავარჩინოთო. კი არ უნდა გადარჩეს, არამედ გასამართლდეს, რომ მეორედ ასეთი რეჟიმი არ შეიძლება დაბრუნდეს საქართველოში… ივანიშვილი რომ არა, მარგველაშვილი ათას ხმას ვერ აიღებდა. თავისი ყოფილი ცოლები და მისი ოჯახი არ მისცემდა მას ხმას.
ივანიშვილს მარგველაშვილი ისე დაჰყავდა, ფილმებში რომ დაჰყავს ქალს შემოულაწუნე… დავწერე კიდეც, კაცი, რომელიც საქართველოს ლანძღავდა, გამოჰყავდა დებილად და განუკურნებ ერად ქართველი ერი, რომელიც ბავშვობაში ჩარჩა და ვერ გაიზარდა, უნარი არ აქვს თურმე აზროვნებისა, მისი წერილიდან მოვიხმე ეს, „ლიტერატურული საქართველოს“ ბოლო ნომერში, შეიძლებოდა ამ კაცის წამოწევა წინა პლანზე?
მაგველაშვილი იყო სოროსის ფონდის გამოზრდილი, ლევან რამიშვილის მეგობარი. ლევან რამიშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია. ამერიკას არ აწყობს, რომ სააკაშვილის ხელი მოვკიდოთ.
სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატიის შუქურად. საქართველო გამოაცხადეს, როგორც საუკეთესო მოდელი დემოკრატიისა მსოფლიოში. როგორ უნდა ვიწამო რამე ამერიკის….
სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატიის შუქურად. საქართველო გამოაცხადეს, როგორც საუკეთესო მოდელი დემოკრატიისა მსოფლიოში. როგორ უნდა ვიწამო რამე ამერიკის….
მეშინია, რომ ამერიკამ ღარიბაშვილიც არ გატეხოს წელში. ისეთი საძაგელი ქვეყანა, როგორიც ამერიკაა, ქვეყნის ზურგზე არ არსებობს. სულ სხვისი ხელით ომობს, რუსეთის დამცველი არ ვარ, მაგრამ რაც გააკეთა პუტინმა, მე ამის მომხრე ვარ, ყირიმი იყო რუსეთის, რუსეთის საზღვართან უნდა მივიდნენ და დაამხონ. რუსეთი აღარ არის ისეთი სუსტი. მიიღებენ ერთპოლუსიან სამყაროს, ოღონდ თვითონ აღარ იქნებიან,“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.