Express News

"მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ"- სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით ხვალ, პროკურატურასთან აქცია - "მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ" გაიმართება. ისინი ამ აქციით სოლიდარობას გამოუცხადებენ მიხეილ სააკაშვილს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს ყოველივე ხელს უშლის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის განხორციელებას. როგორც ისინი აცხადებენ, ივნისში იგეგმება ასოცირების ხელმოწერა საქართველო ევროკავშირს შორის და ეს ფაქტორი პირდაპირ ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. 
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ბატონ მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ მას როგორც რეფორმატორს, პრეზიდენტს და ევროპული მომავლის ნომერ პირველ იდეოლოგს", - აცხადებენ ორგანიზატორები. 




წყარო http://exclusivenews.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT