Express News

კოალიცია ევრაზიული არჩევანი-საქართველო რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს


ევრაზიული კავშირის გაფართოების შესახებ რია ნოვოსტის ოფისში დღეს რუსეთთან ტელეხიდი გაიმართა. ჟურნალისტებმა კონფერენციაზე დასწრება მხოლოდ აკრედიტაციებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენის შემდეგ შეძლეს. კოალიცია ევრაზიული არჩევანი-საქართველოს ხელმძღვანელი საქართველოში რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა დასავლეთსა და ევრაზიულ კავშირს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ის რეფერენდუმის აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა კონფერენციის ორგანიზატორები ვერ აკონკრეტებენ როგორ ჩატარდება ხმის მიცემა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT