თეა წულუკიანი, როცა მინისტრი გახდა მან თქვა, რომ მეუფე იობთან მივიდოდა და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას.
"როცა ახალ ხელისუფლებას იმედის თვალით ვუყურებდით, მან ძალიან ბევრი სიცრუე შემოგვაძლია", - ამის შესახებ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა გაბრიელ ჩადუნელმა "პირველის" პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდმა ხელისუფლებას სთხოვა, პირადობის ბარათებთან დაკავშირებით ალტერნატივა დაუშვას.
"მე გულისტკივილი მინდა გამოვხატო იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, ეს არ იყო ნორმალური ადამიანის სიტყვა, როცა ირონიის დონეზე დადის 100 000 ადამიანის, სასულიერო პირების, ხუთი ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევა. 20 წელიწადი იკვლევდა ათონის წმინდა მთის წმინდა ინოტი, თუ რას წარმოადგენდა ეს ID ბარათი და მათ დადეს დასკვნა, რომ ეს ყველაფერი ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდ ზემოქმედებას. ამ ყველაფერში მოგროვდება ადამიანის პირადი ცხოვრება და შესაბამისად, ეს იქნება კონტროლირებადი ადამიანისგან, რომელიც დაინტერესებულია მსოფლიოს ახალი მართვისა და ახალი კანონებისა. ნებისმიერი ბანკის ბარათი, სამგზავრო ბარათი, აფთიაქის ბარათი, ეს ყველაფერი ID ბარათში მოგროვდება ერთად, ამას ადამიანის პირადი ცხოვრება დაემატება. როცა ზემაღალი სხივებით მოხდება მასში ჩამონტაჟებულ ანტენაზე დასხივება, ის ადამიანის ინფორმაციას აირეკლავს და კონკრეტული პირები, თუ ორგანიზაცია ვინც დაინტერესებულია და გადაწყვეტილი აქვთ მსოფლიოს მართვა, მიიღებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არაფრით არ შეიძლება, რომ გახდეს ხელმისწვდომი. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და ამიტომ ვითხოვთ, რომ დაიშვას ალტერნატივა. ამის საფუძვლად ჩვენ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მოგვაქვს. მათ ძალიან დიდი დრო დასჭირდათ ხელისუფლებასთან, რომ ალტერნატივა დაეშვათ, მაგრამ როცა დღეს ჩვენი ხელისუფალი ამბობს იმას, რომ ევროპის კურსი გვაქვს აღებული, უნდა გაითვალისწინოს, რომ ევროპის უდიდესმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს ამ ელექტროპასპორტებზე. სიცრუეა ის არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდება თუ ID ბარათები არ იქნება. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, ევროპაში არ ტარდება არჩევნები? ტარდება რა თქმა უნდა და ეს ყოვლად უსაფუძვლო არგუმენტია. ყველამ მოისმინა წულუკიანის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ თუ ID ბარათს არ ავიღებთ აფხაზეთის დაბრუნება გაგვიჭირდებაო, ესეც სიცრუეა და კიდევ ერთი – ის, რომ თეა წულუკიანი, როცა მინისტრი გახდა მან თქვა, რომ მეუფე იობთან მივიდოდა, რომელიც გახლავთ შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, მიიღებდა მეტ ინფორმაციას კონსულტაციებს გაივლიდა და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. მან უგულვებელყო 100 000 ადამიანის ხელმოწერა, მეუფე იობისა და მის გარდა ოთხი ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევა, როცა ჩვენ მათი ლოცვა-კურთხევით ვიკრიბებით, ეს ცინიზმის დონემდე დავიდა მისი მხრიდან. მე გავაჟღერებ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, იქ არის მეორე მუხლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, ეთხოვა ხელისუფლებას, რომ დაუშვას ალტერნატივა. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, როცა ქვეყანაში მიდის დემოკრატიაზე საუბარი, მაშინ დემოკრატია უნდა იყოს და ადამიანების აზრი და სურვილი გათვალისწინებულ უნდა იქნას. როცა ახალ ხელისუფლებას იმედის თვალით ვუყურებდით, მან ძალიან ბევრი სიცრუე შემოგვაძლია. ჩვენ გვჯეროდა, რომ ადამიანების აზრს გაითვალისწინებდნენ, თუმცა სამი წელია, ამაზე თხოვნა მიდის, ასევე ბრძოლაც. ამ ყველაფრის პასუხად დაცინვას ვიღებთ, ეს დიდი გულისტკივილია”, - განაცხადა გაბრიელ ჩადუნელმა