Express News

სტუდენტი–ღარიბაშვილს: „როდესაც ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრია, შს მინისტრი არ არის იურისტი, უსამართლობის შეგრძნება ჩნდება“



ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ენი ქობულიას აზრით, როდესაც ის ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად ხედავს, ხოლო შს მინისტრი არ არის იურისტი,  „უსამართლობის შეგრძნება უჩნდება.

თსუ–ის მაგისტრმა პრემიერს შემდეგი კითხვით მიმართა: „როგორ წარმოგიდგენიათ, კარგი ფიოლოსოფი, რომელსაც სამედიცინო სფეროში არანაირი განათლება არ აქვს, შეიძლება, კარგი ექიმი იყოს?“.

ღარიბაშვილმა სტუდენტს კითხვითვე მიმართა და სთხოვა, დაეკონკრეტებინა, ვის გულისხმობდა, რაზეც სტუდენტმა ასე უპასუხა:

„ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ როდესაც ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის იურისტი, როდესაც გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ, უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ საერთოდ განათლების მიღებას აზრი ეკარგება, სწორედ ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა“, - უპასუხა სტუდენტმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT