ჭიათურაში მდებარე დარკვეთის მაღარო რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში. ქარხნის დემონტაჟის შედეგად ერთ-ერთი მაღაროელი გარდაიცვალა. ჭიათურელების ცნობით, ქარხანა რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და მისი მფლობელი არც მეტი, არც ნაკლები, კესარია აბრამიძე გახდა.
ინფორმაციას კესარიას ბიზნესში ჩართვის შესახებ, მისი მეგობრებიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ კესო რამდენჯერმე თავად იყო კიდეც ჭიათურაში, სადაც ბიზნეს მოლაპარაკებები აწარმოა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღარო კესოს შეყვარებულმა შეისყიდა, რომელმაც ის საყვარელ ადამიანს აჩუქა. ინფორმაცია თავად კესარიასთან გადავამოწმეთ.
- კესარია,
– არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.
– ადგილობრივები ამბობენ, რომ თქვენია მაღარო...
– ჩემი რა არის. ჩემს გვერდით არის ადამიანი, ვისაც არ სურს ხმამაღლა ვილაპარაკო ამ ყველაფერზე, ამიტომ არ გავაკეთებ კომენტარს.
– ანუ საყვარელმა ადამიანმა გაჩუქათ მაღარო?
– არ ვაპირებ ვიყვირო, ვინ რა მაჩუქა, რა საჭიროა? შეიძლება გამიკეთეს სურპრიზი და არ ვიცი (იცინის).
წყარო ambebi.ge