Express News

ფოტოვიდეოფაქტი: არჩილ ხაბაძე სამსახურებრივ მანქანაში ღვედის გარეშე ზის – გოგა ხაჩიძე შსს–ს მიმართავს



საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოსქრინს 23 მარტის „პოსტსკრიპტუმიდან“, საიდანაც ჩანს, რომ აწარის მთავრობის თავმჯდომარე სამსახურებრივ მანქანაში ისე ზის, რომ დამცავი ღვედი არა აქვს შეკრული.

გოგა ხაჩიძე შსს მიმართავს, დააჯარიმოს კონკრეტული დამრღვევი დადგენილი წესით:

„პირველ სურათზე არჩილ ხაბაძეა, აჭარის მთავრობის თავჯდომარე. იგი, მოძრავ ავტომობილში ღვედის გარეშე ზის.

მეორე სურათზე, იმავე ავტომობილის მძღოლის სავარძელი ჩანს, უკანა მხრიდან შემოხვეული ღვედით. ეს კი, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ბ-ნ არჩილს და მის მძღოლს, ზოგადად მობეზრდათ ავტომობილის გამაფრთხილებელი სიგნალი და პრობლემა უკვე დიდი ხანია ამ "გონივრული" გზით აქვთ მოგვარებული.

ჭკვიანები ...

(აღწერილის ნამდვილობა შეგიძლიათ კურიერი PS -ის სიუჟეტში გადაამოწმოთ)

მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia -ს!

მოგიწოდებთ, საჯაროდ გადაახდევინეთ ამ კონკრეტული დარღვევისთვის, კანონით დადგენილი ჯარიმა.

Irakli Garibashvili Official უთხარით შსს-ს, რომ დააჯარიმოს. დამიჯერეთ, სწორი და კარგი {პონტია}

ბ-ნო მოქალაქე-ვ, უთხარით ღარიბაშვილს (იგივე ჰაკიმს), უთხრას შსს-ს...

ოღონდ ერთხელ უთხარით.

Giorgi Margvelashvili Official თქვენ, მთავარია საპრეზიდენტო რეზიდენცია აღარ დათმოთ და ამ "პატარა" პრობლემას, ალბათ ჩვენ მივხედავთ.

ნახეთ რა ხალხი ჩავრთე...“, – წერს ხაჩიძე.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT