Express News

სამართალდამცავებმა ქუთაისში ტელეოპერატორს შეურაცხყოფა მიაყენეს [ვიდეო]


ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები, იპოთეკით დაზარებული, ნინო მკერვალიშვილის გამოსახლება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ტ/კ "მეგაTV"-ის ოპერატორს, მირიან ბერულავას,  სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპერატორსა და  პოლიციელის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც  ოპერატორმა, გამოსახლების კადრების გადასაღებად მკერვალიშვილების  ბინაში შესვლა  სცადა. 
"ეს არის კერძო საკუთრება და არ გაქვთ უფლება  გადაიღო", – განუმარტა პოლიციელმა ოპერატორს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა, მკერვალიშვილების ოჯახი გადაღების წინააღმდეგი არ იყო.
ბერულავას,  სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძო მევახშის ადვოკატმა, რომელიც ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ბინაში შესვლის ნებართვას არ აძლევდა. 


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT