Express News

იპოთეკური სესხით დაზარალებულმა ნინო მკერვალიძემ თვითმკვლელობა სცადა



ნიკეას N32-ში იპოთეკური სესხით დაზარალებულმა ნინო მკერვალიძემ, მეზობლების განცხადებით, თვითმკვლელობა სცადა. მათი თქმით,  მკერვალიძე გამოსახლებისას ნერვიულობის გამო ცუდად გახდა, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, ხოლო  სასწრაფო დახმარების წასვლის შემდეგ, მკერვალიძე  საცხოვრებელი აივნიდან გადახტა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამჟამად მკერვალიძე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.  ვერ დადის დაგრძნობა არ ქვს .


შეგახსენებთ, რომ დღეს მკერვალიძეების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა ,იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა არ დატოვეს საცხოვრებელი, რასაც ადგილზე შელაპარაკება მოჰყვა.


დღის განმავლობაში მედიის თანამშრომლებისათვის შეზღუდული იყო შემთხვევის ადგილზე მუშაობა.


როგორც ცნობილი გახდა, იპოთეკური სესხით დაზარალებული ოჯახი საკუთრების დათმობას არ აპირებს, რის გამოც მომხდართან დაკავშირებით ნიკეას #32-ში მცხოვრებინინო მკერვალიძის გამოსახლება 2 თვით გადაიდო.

წყარო psnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT