ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძე თანამდებობიდან გადადგა. საბანაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა შეცვალა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილება ივანიშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა. მათი თქმით, გიორგი საბანაძეს სხვა სამსახურიც ჰქონდა და ამის გამო ის ვერ შეძლებდა, აღმასრულებელ დირექტორად ყოფნას.
ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე 23 იანვარს დაფუძნდა.