დღეს დილით, ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის შვილს, თბილისში, წერეთლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.
დაუდგენელმა პირებმა სერგი მირზაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მათ შორის ერთი გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
სერგი მირზაშვილი ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით მოათავსეს. ის ამ წუთებში აპარატზეა შეერთებული, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
წყარო guriismoambe.com