ჭიათურაში, დარკვეთის ქარხნა, სადაც დღეს დემონტაჟის დროს ერთი მაღაროელი გარდაიცვალა, ცნობილ ტრანსექსუალს კესო-ბესოს ეკუთვნის.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი" ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"როგორც მოსახლეობა აცხადებს, დარკვეთის ძველი ქარხანა „კესო-ბესოს“ სახელით ცნობილმა ბესო (კესარია) აბრამიძემ შეისყიდა.
ძველი ქარხნის დემონტაჟი რამდენიმე უკვე თვეა მიმდინარეობს", - წერს "რეპორტიორი".
ჭიათურაში, დარკვეთის ქარხნის დემონტაჟის დროს ერთი მაღაროელი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა, აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
როგორც „ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.