Express News

მურმან დუმბაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა










თავისუფალი საქართველოს" ხელვაჩაურის სიის პირველი ნომერი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ღოღობერიძის განცხადებით, მურმანდუმბაძე და მისი ძმა, მის მიმართ  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ცდილობდა.

ღოღობერიძის თქმით, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანების ქუჩების კვეთასთან მეგობრებს ესაუბრებოდა, რა დროსაც ავტომობილი გაჩერდა, გადმოვიდა მურმან დუმბაძე და მისი ძმა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ღოღობერიძე აცხადებს, შემთხვევა დააფიქსირეს აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული ობიქტების ვიდეოკამერებმა.

ამჟამად ღოღობერიძე პოლიციას ჩვენებას აძლევს, ამ ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც მერაბღოღობერიძეს, მურმან დუმბაძის შვილი, მუხრან დუმბაძე თავდასხმით ემუქრებოდა. ამ ინფორმაციასბათუმი ნიუსი" ავრცელებს.

როგორც „რეპორტიორს" პროკურატურაში განუხადეს, დეპუტატ მურმან დუმბაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მასზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ცემას გულისხმობს.

„რეპორტიორი" ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს დეპუტატ მურმან დუმბაძესთან დაკავშირებას. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT