Express News

ემიგრანტს ჩახედეთ თვალებში მოგვხედეთ სანამდის დრო არის !!!

ემიგრანტს ჩახედეთ თვალებში
ნუ კითხავთ "რატომ არ ბრუნდება"
,მის ტკივილს თვალები გეტყვიან
თვალები, ცრემლით რომ დუღდება
.ემიგრანტს მხნეობა აჩუქეთ
ჰაერზე მეტად რომ სჭირდება,
, ჯანი და ძალ-ღონე გვეცლება
ყველაფრის ექიმი გვჭირდება
მოგვხედეთ, მადლი და სიკეთე
თავის გზას ოქროსფრად დაქარგავს,
ხის ფესვებს წყალი თუ დააკლდა,
ფოთლები მშვენებას დაკარგავს.
რამდენს კი საწოლზე მიჯაჭვულს
იმედის ფერები წაერთვა
ამ დუხჭირ ცხოვრებას უფულოდ,
ეჭიდა, თავი ვერ გაართვა
.ჩვენს ყოფას მხოლოდ ის გაიგებს,
,ვინც ჩვენი ცხოვრებით იცხოვრა
ვინც ნატვრის, სიშორის ქარცეცხლში
ქრებოდა, უალოდ იწვოდა.
მერწმუნეთ, არ არის ადვილი,
ჯანმრთელი დაბრუნდე შვილებთან
მოგვხედეთ სანამდის დრო არის,
,ცხოვრება წამებში ილევა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT