პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მერაბ ღოღობერიძე ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
მერაბ ღოღობერიძე ამტკიცებს, რომ ვიცე-სპიკერმა ქუჩაში სცემა.
„ვიმყოფებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, როდესაც ავტომანქანა DUM-777 გაჩერდა, საიდანაც ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე გადმოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ასევე, გადმოვიდა ნასვამ მდგომარეობაში მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. აპირებდა უკანა სიდენიიდან დუბიდნკის თუ იარაღის გადმოღებას, ამბობდა გაგანადგურებ და მოგკლავო“- განაცხადა ღოღობერიძემ.
დუმბაძის განცხადებით კი, ღოღობერიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ღოღობერიძე ჩემი სამსახურეობრივი უფლება-მოსილების განხორციელებას ხელს უშლის. სადაც ვმუშაობ შეუძლია მოვიდეს კვერცხი ისროლოს და წავიდეს. მე ვერ მიბედავს ვერაფერს, როცა მე ვარ გარბის. პოლიციას, პროკურატურას, საგამოძიებო სამსახურებს მივმართე, რომ სამსახუროებრივი უფლებამოსილების განხორციელება ვერ ხერხდება. გარბის. ჩემს ძმას გადაეყარა, მეც იქ ვიყავი. თანამდებობის პირი ვარ და რამდენ ხანს ვუთმინო. ჩემი მოსაზრებაა, რომ თუ კაცი დედას შეგაგინებს პასუხი უნდა გაეცეს, უნდა იცემოს ეს კაცი“- განაცხადა „მოამბესთან“ საუბრისას დუმბაძემ.
გასულ კვირას ღოღობერიძემ დუმბაძის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ის „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელს შეხვედრას სთხოვდა და შეურაცმხყოფელი სიტყვებით მიმართავდა.