არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია დღეს, 10 მარტს, დილით ზუგდიდში დააკავეს. ლალი ანთიას დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ეკა ბრეკაშვილმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ლალი ანთია დაკავებული იყო თაღლითობის ბრალდებით და მას გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ჰქონდა და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისევ შეაბრუნებენ.
“ლალი ანთიას დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შებრუნების მიზნით მოხდა”,- განუცხადა რადიო “ათინათს” ბრეკაშვილმა.
როგორც პრესცენტრში განმარტეს, ლალი ანთიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავადებული ჰქონდა სასჯელი, რომელსაც იხდიდა და, შესაბამისად, ვალდებული იყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოვეთვიურად წარედგინა შესაბამისი წერილობითი ცნობა, რაც მას არ გაუკეთებია, რის შემდეგაც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შებრუნება.

ლალი ანთია ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაშია გადაყვანილი. ბრალს მას სავარაუდოდ 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.