საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რამდნიმე წუთის წინ გამართულ ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს და საკუთარ აღშფოთებას გამოხატავს შულცის განცხადების გამო, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინამდე ევროპის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა.
,,ჩემი აღშფოთების ამბავი მინდა მოგიყვეთ.
რამდენიმე წუთის წინ დავესწარი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის პრესკონფერენციაზე. შულცი რასმუსენთან ერთად სამიტს ესწრებოდა. შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში საგანგაშო ვითარებაა. ევროპა ერთიანია და რუსეთის ქმედებებს გმობს. საგანგაშოა სიტუციაა იმის გამოც, რომ როგორც შულცმა თქვა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღეულაო. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ამის მერე უკვე აღარ მახსოვს ბატონმა შულცმა რა თქვა. მოვითხოვე კითხვა. მიკროფონიც მალე გადმომცეს. ესეც ჩემი კითხვა- საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი. ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე წუთის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ არ დარღვეულა აქამდე ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერეტიტეტი. მე ვარ საქართველოდან, ნება მიბოძეთ გითხრათ რომ არ გეთანხმებით. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსი ჯარისკაცები დგანან დედაქალაქთან ახლოს. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, ფიქრობთ რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება და არ იქნება უკრაინის მერე მაგალითად, საქართველო და მოლდოვა. ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა და მანამდე პოლიტკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ?
პასუხი: მე ცივი ომი ვახსენე, ყირიმში კი სახეზეა ანექსია. და ამის შემდეგ განაცხადა, რომ წითელი ხაზების გადაკვეთის გამო უგზავნის ევროპა ძლიერ სიგნალს რუსეთს. P.S. მე მგონი მეხსიერება არ მღალატობს და საქართველოს ოკუპაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ მოხდა !“, - წერს ქეთი ქარდავა.