Express News

რაც ივანიშვილმა ტელევიზიით არ თქვა მარგველაშვილზე: " ნება იბოძე და შენი ოჯახური მდგომარეობა მაინც დაალაგეო"



„პირველი „ჯახის“ მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი იყო, რომელიც ივანიშვილმა დატოვა და შემდეგ ნარმანიას კაბინეტში „რესპუბლიკელებმა“, ირაკლი მელაშვილის დახმარებით, მთლიანად გამოშიგნეს. მეტიც, კოდექსში ისეთი „ბომბები“ ჩადეს, საქართველოში ყველა ეთნიკურ უცირესობას ეძლეოდა ავტონომიის გამოცხადების უფლება. მასალის „ალიაში“ გამოქვეყნების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემაც გააკეთა განცხადება და ე.წ. შეთქმულებაც ჩაიშალა. ამას მოჰყვა „ნაციონალებისა“ და „რესპუბლიკელების“ ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. თუ ამ ცვლილებებს მიიღებდნენ, მოწმეების დაკითხვა გადავიდოდა პოლიციიდან და პროკურატურიდან სასამართლოში, რაც პირდაპირ ასხამდა წყალს „ნაციონალების“ წისქვილზე. ამაზე არასამთავრობოებმაც და „ნაციონალ-რესპუბლიკელებმაც“ ერთი ამბავი ატეხეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ინიციატივა 2015 წლამდე გადადო. 


აი, სწორედ აქ დაიძაბა სიტუაცია ივანიშვილსა და მარგველაშვილის შორის, რომელსაც უნდოდა, უმრავლესობის გადაწყვეტილებისთვის ვეტო დაედო. როდესაც ბიძინა ივანიშვილის უთქვამს, პარლამენტის აზრი გაითვალისწინეო, მას უპასუხია: ყ...ზე მკიდია შენი უმრავლესობაო! მაშინ მარგველაშვილს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ხმამაღლა მიუთითა: ბიჭო, რაც შენ არ გეხება, იქ ცხვირს ნუ ჰყოფო! ამის შემდეგ უფუნქციო პრეზიდენტი, ცოტა არ იყოს, თავის ადგილზე „მოჯდა“ და პოზიციები დათმო, მაგრამ ფარული ვირეშმაკობები მაინც განაგრძო.


 მესამე „ბათქი“, უკვე იცით, იყო „ნაციონალ“ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან საინტერესოა მეოთხე „ბათქი“, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა არ ისაუბრა. ეს გახლავთ გიორგი მარგველაშვილის ოჯახური მდგომარეობა და მისი სექსუალური თავაშვებულობა...


 ბოლო კვირის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენმა უსაქმურმა პრეზიდენტმა თავისი მეგობარი ქალბატონი, მაკა ჩიჩუა, რომელიც, რატომღაც თავს პირველ ლედიდ მიიჩნევს, მიატოვა და სხვა ქალს, თავისი პრესსამსახურის თანამშრომელს, ქრისტინე გარუჩავას დაუწყო კურკური. მართალია, ეს ფაქტი საზოგადოებამ ჭორად ჩათვალა და იუმორის საგნადაც კი იქცა, მაგრამ მარგველაშვილს სინამდვილეში მართლაც ჰქონია სექსუალური პრობლემები.


ინკოგნიტო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: პრეზიდენტის ახალ ფავორიტ ქალსა და მაკა ჩიჩუას შორის სერიოზული დაპირსპირება მომხდარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურში გადაზრდილა, ერთმანეთი თმებით უთრევიათ და პრეზიდენტის დაცვას ძლივს გაუშველებია. ინკოგნიტო წყაროს თქმით, მაკა ჩიჩუამ ბოთლი უთავაზა გიორგი მარგველაშვილს გვერდებში, შემდეგ კი ულტიმატუმი წაუყენა, ან მე ან ის ქალიო. პრეზიდენტს უთქვამს: მე ორივე მინდიხართო. ასე რომ, ახლა ჩვენ „გაორებული პრეზიდენტი გვყავს... 


ბიძინა ივანიშვილს უთქვამს: გიორგი, ნება იბოძე და შენი ოჯახური მდგომარეობა მაინც დაალაგეო. ესეც „ავარდნილა“ და ასეთი პასუხი გაუცია: მთელი სამყარო ყ...ზე მკიდიაო! აი, ამაზე წუხს ბიძინა ივანიშვილი, სადაცაა 60 წლის ვხდები და ადამიანის ასეთი ცვლილება არ მინახავსო, “ - წერს „ალია“.

წყარო: "პირველი"

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT