პრეზიდენტის მეგობარი ქალი მაკა ჩიჩუა მოძრაობას "გამოფხიზლდით წარსულს ვკარგავთ - დაიცავი საყდრისი" უერთდება და ფეისბუქში შესაბამის ბანერს აზიარებს.
"ვისაც საყდრისი ოდნავ მაინც გტკივათ, ეს ფოტო დააყენეთ ავატარად ან "ქავერად". 14 აპრილამდე სურთ, რომ გაანადგურონ. 14 აპრილის შემდეგ ლიცენზიაში უწერიათ, რომ საყდრისი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და იოლად ვეღარ იზამენ. ეხლა უნდა გამოფხიზლდეთ!" _ ეს არის ახლადშექმნილი მოძრაობის სტატუსი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მაკა ჩიჩუამ გაიზიარა.
"გურია ნიუსი" ჩიჩუსათან დაკავშირებას შეეცადა. თუმცა, მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.