Express News

გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობა დატოვა


დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ კოლეგებს უმრავლესობის დატოვების შესახებ აცნობა. "დღეს "მწვანეთა პარტიისთვის" მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტია ოფიციალურად ტოვებს უმრავლეობას" , - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ სესიაზე და შესაბამისი განცხადებისთვის დროის გამოყოფა მოითხოვა. 
პარლამენტის თავმჯდომარემ მისი ეს მოთხოვა არ დააკმაყოფილა. უსუფაშვილმა განმარტა, რომ ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთება სესიაზე რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მას შეეძლო განცხადება პარლამენტის შენობაში გაეკეთებინა.
ცნობისთვის, გაჩეჩილაძის უმრავლესობისადმი განაწყენების და უკმაყოფილების მიზეზები პარტიის დაფინანსების საკითხში მდგომარეობს.
გია გაჩეჩილაძე კოალიციის წევრია, როგორც ინდივიდუალური პირი - "მწვანეთა პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არ შედის.
გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, ფრაქცია "ქართული ოცნებაც" დატოვა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT