Express News

მაკა ჩიჩუა: ჩათვალეთ, რომ პირველი ლედი უკვე გყავთ



რას ამბობს მაკა ჩიჩუა პრეზიდენტის საყვარელზე და რა იცის წყვილის ურთიერთობის შესახებ?


თუ მოარულ ჭორებს დავეყრდნობით, გიორგის და მაკას ურთიერთობას წყალი შეუდგა და მათ შორის პრეზედენტის პრესსამსახურის თანამშრომელი ქრისტინე გარუჩავა ჩადგა. ეს მხოლოდ ჭორია გვითხრა „პირველმა ლედიმ…“ თუმცა არ იცის ეს ჭორი საიდან გაჩნდა. სამაგიეროდ, ჩვენ ვიცით რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცით სად მარხია ძაღლის თავი და რა ხდება სინამდვილეში ქრისტინე გარუჩავასა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის? 

საკითხით "ქრონიკა+" დაინტერესდა: 

- ქალბატონო მაკა გამარჯობათ! 

- გამარჯობათ, ვინ არის? 

- ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა +“-დან, მარი გულორდავა. როგორ ხართ? 

- კარგად. გისმეთ? 

- ქალბატონო მაკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს რომანი აქვს ქრისტინე გარუჩავასთან… 

- ქრისტინეს მე ვიცნობ, ერთად ვმუშაობდით, ძალიან კარგი გოგოა და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, თქვენ რაზე მელაპარაკებით, ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი გავაკეთო. 

- პრეზიდენტის და ქრისტინეს ურთიერთობაზე დაიწერა, არ გინახავთ? 

- კი, რაღაცას შევავლე თვალი, მაგრამ ეს ჭორია. 

- როგორ ფიქრობთ, საიდან გაჩნდა ეს ჭორი? 

- არ ვიცი, ვინ რას იტყვის, ამას მე ნამდვილად ვერ გავაკონტროლებ. 

- ამ საკითხზე პრეზიდენტთან არ გისაუბრიათ? 

- არა, რაზე უნდა მესაუბრა. ასეთ საკითხებზე არ ვსაუბრობთ. 

- ქალბატონო მაკა, მაინც არ გქონიათ რაღაცნაირი შეგრძნება, თუნდაც ეჭვიანობის? 

- არა, რას ამბობთ! როგორ შეიძლება ჭორზე ვიეჭვიანო. 

- თქვენ და ბატონი გიორგი ურთიერთობის დაკანონებას არ აპირებთ? 

- ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, ყოველშემთხვევაში ჯერ არ ვჩქარობთ. 

- მესმის, მაგრამ ბატონი გიორგი ქვეყნის პრეზიდენტია და საზოგადოებას აინტერესებს, გვეყოლება თუ არა პირველი ლედი. 

- ჩათვალეთ, რომ პირველი ლედი უკვე გყავთ. 

- და ვინ არის ეს? 

- მე! 

- კარგით, მადლობთ. წარმატებებს გისურვებთ. 

- ნახვამდის. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT