საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ფრანგული „კლერმონი“ დაამარცხა
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ფრანგულ „კლერმონთან“ ამხანაგური მატჩი მოიგო.
„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა მეტოქე 22-17 დაამარცხეს. პირველი ნახევარი ქართველებმა 8-10 წააგეს, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა წარმატებით დაასრულეს.
საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 6 აპრილს პოლონეთში მიემგზავრება, სადაც 2014 წლის ელიტურ დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირში მონაწილეობას 6 ერის ნაკრებები და ასევე ორი ფირა-აერის გუნდები მიიღებენ.
2012-2013 წლებში საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მოუგო იტალიის გუნდს, რის შემდეგაც ტურნირს ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვებაზე. ჩემპიონატი 11-19 აპრილს პოლონეთის ქალაქ პოსნანში ჩატარდება.
http://newposts.ge