”ახალგაზრდა ადვოკატებმა” საკითხზე ”პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები” განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ახალი მონაცემები გამოაქვეყნეს.
”მონიტორინგის ჯგუფმა ამჟამად, დაასრულა მუშაობა საქართველოს უშიშორების საბჭოს ყოფილი მდივნის, ამჟამად ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა ბოკერიას ქონებრივ დეკლარაციასა და პოლიტიკოსის ეკონომიკურად მომგებიან გარიგეგებთან შესაძლო კავშირების შესახებ. ჩვენ შევისწავლეთ ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გიგა ბოკარიას ქონებრივი დეკლარაციიდან გამომდინარეობდა და რომელიც შევსებულია 2013 წელს. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რომ გვენახა პოლიტიკოსის ოჯახის წევრი ხომ არ იყო ჩართული ეკონომიკურად მომგებიან ბიზნესსაქმიანობაში. ამ მიმართულებით აღმოჩნდა, რომ ბატონი გიგა ბოკერიას ოჯახის წევრები, მაგალითად, მეუღლე, მამა, მაუღლის და და სიძე, აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართულნი. საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ, ჩანს, რომ ოჯახს მთლიანად ჩამოთვლილი პირების გათვალისწინებით 45 მილიონ ლარამდე შემოსავალი გააჩნია. ისინი ფლობენ სხვადასხვა კომპანიებში წილებს, ხშირ შემთხვევაში კი ეს წილი 100%-იანია. ეს კომპანიები არიან დაკავებულნი სხვადასხვა სფეროში წარმატებული ბიზნესით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მონიტორინგი მნიშვენელოვანია საზოგადოებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის მაღალი ინტერესი ყოველთვის იყო მიმართული იმ მოსაზრების და მდგომარებისკენ, როცა ადამიანები მოდიოდნენ პოლიტიკაში და ისინი პოლიტიკას აქცევდნენ როგორც არა ხალხის მსახურების, არამედ ეკონომიკურად მომგებიან სფეროს სტატუსის მქონე ურთიერთობად”, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. მისი თქმით, ეს კვლევა გაგრძელდება სამომავლოდ და არა მხოლოდ ყოფილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლება, არამედ მოქმედიც.
”ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ყოფილი აღამასრულებელი თუ საკანონმდებლო ორაგანოების წარმომადგენლების ქონებრივი დეკლარაციით და მათი ოჯახის ბიზნეს ინტერესებით. ჩვენ გამოვიკვლევთ მოქმედი ხელისუფლების და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივი დეკლარაციით და შევისწავლით მათ შესაძლო კავშირებს ბიზნესთან. ეს იქნება კვლევა, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი და ”სამართლის ჯგუფი” დაამუშავებს ინფორმაციას პერიოდულად და გამოაქვეყნებს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წარმოდგენილი კვლევა, განხორციელებული მონიტორინგი არის საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული მონაცემები, აქ საუბარია იმ სავალდებულო სადეკლარაციო ნუსხაში მითითებულ თანხებზე, ასევე, დასახელებული ოჯახის წევრების კომპანიების მიერ დეკლარირებულ ყოველთვიურ შემოსავლებზე. ხელისუფლების წარმომადეგნებს აქვთ ანგარიშვალდებულება, რომ ყოველწლიურად თავისი შემოსავალი აუწყონ უწყებებს. ესაა საჯარო და ჩვენ მხოლოდ ამ საჯარო ინფორმაციის შეკვრა და ანალიზი განვახორციელეთ. ერთის მხრივ კანონი დარღვევა არ არის ის გარემოება, რომ რომელიმე სუბიექტს ჰქონდეს ბიზნესი, აქ საუბარია სხვა მნიშვნელოვან გარემოებებზე, კერძოდ, იმაზე, რომ კანონით საჯარო მოხელეს, თანამდებობის პირს სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება”, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
წყარო