შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ოქრუაშვილის განცხადებით, დაკითხვა მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხებოდა, თუმცა, ოქრუაშვილს არ დაუკონკრეტებია, სააკაშვილის საქმის რომელ ეპიზოდზე მისცა ჩვენება.
"დაკითხვის თემა იყო სააკაშვილის "საქმენი საგმირონი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
შეკითხვაზე - რა ეპოზოდზე მისცა მან ჩვენება, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ამას პროკურატურა გაასაჯაროებს, თუკი საჭიროდ ჩათვლის.