Express News

ნუგზარ წიკლაურის ცემა „ნაციონალების ოფისში“ დაიგეგმა


როგორც ლალი მოროშკინა აცხადებს, ეს ყველაფერი „ნაციონალების“ საფირმო ნიშანი, ანუ მათი ხელწერაა. 

„ალბათ, გახსოვთ, 2004 წელს ქართველი ბიჭები რომ აიყვანეს ტყვეებად ცხინვალთან ოსებმა. მაშინ „ნაციონალებს“ სჭირდებოდათ განტევების ვაცი და მოძებნეს გენერალი თათუხაშვილი, გარდაცვლილი თათუხაშვილის მამა, ამხელა კაცი ისეთ დღეში ჩააგდეს, ნერვიულობისგან დაბრმავდა....
ამათ სჭირდებათ ახალი გირგვლიანი და ამიტომაც არიან ამ დღეში. ეს არის დიდი გეგმის ნაწილი. ამის შემდეგ სცემენ წიკლაურს... ისიც ვერ გავიგე, რომელი შვარცნეგერი ეგ მყავს, რომ 8 კაცს გაუმკლავდა? როგორც ვხედავთ, ერთმანეთს ეწყობა ფაქტები, რაც მათივე ოფისშია დაგეგმილი. ამ ყველაფერს აკეთებენ მათივე ჩამოლაბორანტებული „ზონდერები“. ზოგიერთი დროულად გაეცალა მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, დღეს მათი პოვნა შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთმა თავი შეაფარა სამინისტროებს და სხვადასხვა უწყებებს.
ამათ ახლა სჭირდებათ ხმაური, რათა ოკეანისგაღმა თავიანთ პატრონებს გააგებინონ, როგორ იჩაგრებიან. დაუკვირდით, ამ შემთხვევების შემდეგ როგორ გაიკრიფებიან უცხოეთში და როგორ დაიწყებენ პიარს. იმასაც გეტყვი, როგორ განვითარდება მოვლენები: თუ გამოძიება სწორად წარიმართა და ამათი ავანტიურა გამოაშკარავდა, ზოგი ქვეყნიდან გაიქცევა, ზოგს დაიჭერენ და ასე შემდეგ. ესენი ცდილობენ, გალახულის იმიჯი შეიქმნან და ამიტომ არიან ერთმანეთის ცემა-ტყეპაზე გადასულები... ესენი თავიანთ გეგმას ახორციელებენ კომპლექსურად, რომელშიც ჩართულია მათი მომხრე ტელევიზიაც. ნახე, როგორ აანონსებენ, რომ ისინი იწყებენ ბრძოლას, გვპირდებიან მეორე „მაიდანს“ და ასე შემდეგ. წიკლაურის ცემა არის გამოგონილი, ტყუილი, მორიგი ავანტიურა. ჯერ შეიწირეს საცოდავი თათუხაშვილი და ახლა დაიწყეს საკუთარი თავის ცემა-ტყეპა. დღეს, როცა „ნაციონალები“ ყველაფერზე ყვირიან, ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს უსახური წიკლაურის ცემა,“ - აცხადებს „ალიასთან“ საუბარში ლალი მოროშკინა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT