სამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბარში ბაჩო ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის სანდრო გირგვლიანისმკვლელობას მის მეგობარ ლევან ბუხაიძეს უკავშირებს.
„ის, რაზეც ზაქარეიშვილი მიანიშნებს, არის მტკნარი სიცრუე. გირგვლიანის მკვლელობაზე ბრძანება გასცა ახალაიამ და მერაბიშვილმა, ეგაა მთავარი. ასეთი ბინძური პროვოკაცია ბევრი ვიცით „ნაციონალური მოძრაობისგან". თუ გნებავთ, ზურაბ ჟვანიაზე, უბედური შემთხვევააო, არადა ჟვანია ფაქტია, მოკლეს. ეს არის ცინიკური და ამაზრზენი დემაგოგია, რომელსაც ირაკლი ზაქარეიშვილი უსირცხვილოდ ავრცელებს", - ამბობს მაისაია.