გურამ დონაძე ეკა ბესელიას სასამართლოში უჩივის.
"ეკა ბესელიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შემაქვს. დღეს გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ე. წ. უფლება დამცველი ეკა ბესელია კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს ადამიანი მოქმედებს ჩემი დავალებით და რომ პრესა.ჯე არის ჩემი და ვანო მერაბიშვილის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბესელია ურცხვად იტყუება და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასმულ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია. ცალსახად ვამბობ და ვაცხადებ, რომ არანაირი შეხება არ მაქვს პრესა.ჯე-სთან და არც არასდროს მქონია. ასევე შეხება არ მქონია ამ გადაღებასთან და ეს ადამიანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას პროფესიულად ასრულებენ.
რაც შეეხება ამ ვიდეოს და ბესელიას ამ განცხადებას, ის მიემატება იმ ვიდეო-არქივს, რომელიც უხვად მაქვს და რომელიც მათ სიყალბეზე და სიცრუეზეა შეგროვებული. ბესელიას მოუწევს სასამართლოში დაამტკიცოს როგორი მკვლელი ვარ!", - აცხადებს დონაძე.