საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოში დიდი ბრიტანეთის მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმსაპინძლა.
"ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ რთულ დროს, როცა არ არის აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოში ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის ჩამობრძანება არის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა", - აღნიშნა ილია მეორემ.
დევიდ ლიდინგტონის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში და რომ ის დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის ცხოვრებაში.
"დიდი ბრიტანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპული ოჯახის წევრ ქვეყანას და ველოდებით, რომ ივნისში ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და პოლიტიკის თვალსაზრისით უფრო მეტის შესაძლებლობები ექნება. ამავე დროს ევროპას ექნება საშუალება, გაიცნოს საქართველოს მდიდარი კულტურა",- განაცხადა ლიდინგტონმა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროსტრუქტურების წევრი გახდეს.