ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის განხორციელება დაიწყო. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის მიზანია, თბილისში იგივე მოვლენები განვითარდეს, რაც უკრაინაში ხდებოდა და ამისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს საბურავებიც კი შეგროვებული აქვთ.
ინაშვილი ამბობს, რომ მან ზუსტად იცის, რა სცენარით აპირებს ოპოზიცია მოქმედებას:
„მიშა ვერ მობრუნდება! ძალიან კი უნდა მობრუნება და ზუსტად ვიცი, რასაც გეგმავს, მაგრამ სააკაშვილი ხელისუფლებას ვერ ეღირსება, მიშა წავა ციხეში!
„მიშა ვერ მობრუნდება! ძალიან კი უნდა მობრუნება და ზუსტად ვიცი, რასაც გეგმავს, მაგრამ სააკაშვილი ხელისუფლებას ვერ ეღირსება, მიშა წავა ციხეში!
ნაცები გეგმავენ იმ პროფესიონალი სპორტსმენების გააქტიურებას, რომლებიც სააკაშვილის ზონდერებად მსახურობდნენ. გეგმავენ პროვოკაციებსა და ულტრანაციონალისტური ლოზუნგებით სტუდენტების გააქტიურებას.
ქვეყანაში აპირებენ ძალიან ბევრი კოცონის დანთებას! ძველი საბურავები იყიდეს, ბლომად აქვთ მოგროვებული ერთ ადგილას და ვიცი, ის ადგილი, სადაც არის!
ასევე ძალიან ცნობილ სპორტულ დარბაზებში, გლდანსა და მოსკოვის გამზირზე ინტენსიურად ავარჯიშებენ და ამზადებენ თავიანთ ზონდერსპორტსმენებს, რომლებიც ამ რამდენიმე წლის წინათ მე და თქვენ გვარბევდნენ.
ამ საქმეში ჩართულია ცნობილი ასოციაციები, შეძენილი აქვთ ნიღბები, სპეციალური ატრიბუტიკა, დაბეჭდილი აქვთ ლოზინგები -„ძირს პუტინი!“, „ძირს რუსეთი!“, „გაუმარჯოს ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს!“
სინამდვილეში ეს ყველაფერი კეთდება პროვოკაციების მოსაწყობად. ამ ყველაფერ ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ელიტა, უფრო კონკრეტულად კი გივი თარგამაძე და კობა ხაბაზი!
ამ საქმეში ასევე ჩართულია გელა ვასაძე, რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს. ამ გელა ვასაძეს მოიხსენიებენ „ნაცმოძრაობის“ გებელსად, რომელიც „თავისუფალ ზონაში“ მოღვაწეობს.
ამ საქმეში ასევე ჩართულია გელა ვასაძე, რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს. ამ გელა ვასაძეს მოიხსენიებენ „ნაცმოძრაობის“ გებელსად, რომელიც „თავისუფალ ზონაში“ მოღვაწეობს.
მთელ ამ პროცესში უნდა ჩაერთონ „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ე.წ. არასამთავრობოები, მაგალითად, „ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი“, „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი“ და ა.შ. სულ თხუთმეტამდე ე.წ. „ენჯეო“ ჰყავთ ჩართული ამ გეგმაში. რასაც ახლა თქვენ გეუბნებით, ამის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია მივაწოდე.
მთელი „შავი ფული“, რაც კეზერაშვილმა წაიღო საქართველოდან, ყველაფერი აქეთკენ გადმოისროლეს და ემზადებიან ასარევად! რაც ყველაზე საგანგაშოა, დაგეგმილი აქვთ კამპანია საქართველოს ეკლესიისა და კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ!
გეგმავენ წირვების ჩაშლას, გეგმავენ კონკრეტულ მეუფეებზე თავდასხმებსა და ტაძრებში შეჭრას! მრევლში შეგზავნილი ჰყავთ ხალხი, რომლებიც მრევლის პროვოცირებას მოახდენენ და მერე ამ არეულობაზე ესენი მოითბობენ ხელს!
ასეთი ინფორმაციები შიგნიდან მაქვს! დაგეგმილი ჰქონდათ ყველაფერი 17 მაისს დაეწყოთ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, თარიღი გადმოიტანეს, ანუ აქეთ გადმოსწიეს! რაც „კინოს სახლთან“ და პროკურატურასთან მოხდა, ესეც იყო ამ გეგმის ნაწილი, ანუ დაიწყეს უკვე!
ჩემი წყარო მეუბნება, რომ ე.წ. „მაიდნის“ მოსაწყობად შერჩეული აქვთ მეტროსადგურ „რუსთაველისა“ და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია.
მათი გეგმააა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს. მაგრამ მიშა წავა ციხეში და „ქართული“ მაიდანი არ შედგება და ეს არის ბლეფი!“, - აცხადებს ინაშვილი ,,ასავალ-დასავალთან“.