უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.
საქმე ეხება საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც ისინი ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურის წარდგენას უარყოფენ.
როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, დიპლომატიური კადრები „ასავალ-დასავალის“ და სოსო ჯაჭვლიანის ჭკუაზე სიარულით არ უნდა იყვნენ შერჩეული.
„ესენი ჯანმრთელად არიან? "ასავალ-დასავალის" და სოსო ჯაჭვლიანის ჭკუაზე სიარულით აპირებენ დიპლომატიური კადრების შერჩევას? ეს უკვე აღარაფერში არ ჯდება!“, - წერს ზურაბიშვილი.
ნინო დათაშვილი