Express News

ნაციონალების დემოკრატია მხოლოდ ფასადი იყო-როზა წყაბელია: გაკოჭილი შემაგდეს მანქანაში [VIDEO]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მცხოვრებმა როზა წყაბელია

ყოფილ პრეზიდენტს ველოდებოდით და ჟურნალისტებს ველაპარაკებოდი ჩემს პრობლემებზე. გამკოჭეს. პოლიცია ჩემს საწინააღმდეგოდ წამოვიდა და გაკოჭილი შემაგდეს მანქანაში. მე ვუთხარი გამიშვით თქვენ არ გაქვთ უფლება მეთქი“, – ამბობს როზა წყაბელია.წყაბელია სამართალდამცავებმა ჯერ მიწაზე ათრიეს, ხოლო შემდეგ ყოფილი ამბულატორიის ფიცრულ შენობაში გამოამწყვდიეს. ქალბატონის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე 85 წლის ცაიშელმა, პალიკო ჯანაშიამ იქვე გააპროტესტა და ჟურნალისტებს განუცხადა, „ქალის მიმართ ასეთი ძაღლური მოპყრობა დანაშაულია.

როზა წყაბელია ოთხ შვილიშვილს მარტო, მხოლოდ სოციალური დახმარებით არჩენს. მისივე თქმით, სამი შვილიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. როზა წყაბელიას რომ სწორედ ამ თემაზე სურდა მას ყოფილ პრეზიდენტთან გასაუბრება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT