ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა ჯანიყაშვილი, არსებული ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე შალვა ჯანიყაშვილი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა და მოამზადა დასკვნა, რომლის შედეგადაც შალვა ჯანიყაშვილი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შალვა ჯანიყაშვილის მიმართ მოკვლევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯანიყაშვილი პოლიციის ავტომობილის ხმის გამაძლიერებლიდან იგინებოდა.
http://pirveliradio.ge/