Express News

ნარმანია: მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ადეკვატური უნდა გახდეს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა. როგორც ნარმანიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა დაბალია და შესაბამისად, ტარიფი მოსახლეობისთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს. 
„ჩვენი მოთხოვნა ამ კომპანიის მიმართ არის უცვლელი - რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია ტარიფთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, მოხდეს მისი გადახედვა. დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა არც ისე მაღალია, ამიტომაც მივიჩნევთ, რომ მოსახლეობისთვის უნდა იყოს ადეკვატური და მისაღები ტარიფი", - განაცხადა ნარმანიამ. 
დედაქალაქის მერი „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს გამგებლებთან ერთად მერიაში ამ წუთებში ხვდება. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT