დაახლოებით ერთი წელია, მაია ასათიანი პრესის ფურცლებზე ვრცელი ინტერვიუთი აღარ გამოჩენილა. სხვათა შორის, მოხერხებულად შეძლო, ჟურნალისტებისგან საიდუმლოდ შეენახა ერთი მეტად საინტერესო ამბავი, რომელსაც ''რეიტინგის'' მკითხველს ექსკლუზიურად უმხელს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი რესპონდენტი, არც მეტი, არც ნაკლები - ახალი არხის დირექტორი გახდა.
უკვე ექვს თვეზე მეტია, ''რუსთავი 2'' ერთ პროექტზე მუშაობს, ''მარაო რუსთავი 2''. ეთერში ოქტომბრიდან გავა და ყველა საკაბელო არხის პირველ ათეულში დაივანებს. ახალი ტელეკომპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქალები გახლავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად გასართობი, პოლიტიკისგან სრულად დაცლილი ტელეკომპანიის საეთერო ბადე მამაკაცებს არ დააინტერესებთ. მაია თავის გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა, ახალი გადაცემების შინაარსსა და შეფუთვაზე მუშაობს.
პარალელურად, 16 სექტემბერს ''პროფილის'' ახალ, მეთოთხმეტე სეზონსაც ხსნის თემით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა... ამ თემებზე მაიამ ჩვენთან დაწვრილებით ისაუბრა.
- პირველ რიგში, როგორ დაისვენე, მოიკრიბე ძალები?- ჩემი აზრით, წელს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო სეზონი დგება, ამიტომაც მაქსიმალურად ვეცადე, რომ ყველაფრისგან გავთიშულიყავი. საკუთარ თავთან დავრჩი. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დასასვენებლად მარტო გავემგზავრე თურქეთში, სადაც ორი კვირის განმავლობაში გახლდით.
- შვილის გარეშე?- ნუცა უკვე დიდია, 16 წლის, და გადაწყვიტა, თავის მეგობრებთან ერთად დაესვენა. სხვათა შორის, ჩემთვის ცოტა რთული გადაწყვეტილება იყო. პირველად გავუშვი მარტო დასასვენებლად, არ იყო ჩემთან ერთად, თუმცა, ბუნებრივია, მაინც უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, შვილს გაუკეთო - თავისუფლების წართმევაა. მირჩევნია, ნუცა დამოუკიდებელ ადამიანად გაიზარდოს. ის დედისერთაა და ამიტომაც გამიჭირდა მისი მარტო გაშვება, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე.
ჩემი მარტო გამგზავრება დასასვენებლად გარშემო მყოფებმა ცოტა უცნაურად აღიქვეს, მაგრამ ასე საგანგებოდ მოვიქეცი. ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და მძიმე გამოწვევის წინაშე ვდგავარ, რაც ჩემთვის აზარტულიც არის. დასვენებისას ბევრს ვცურავდი, ვკითხულობდი, ინტერნეტი, ტელეფონი გამორთული მქონდა,
არსად ვჩანდი, რათა ძალები მომეკრიბა.
- მაია, დამღლელია ის, რასაც მთელი წელი აკეთებ?- მე სხვანაირად ცხოვრება არ ვიცი. როგორ შეიძლება ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს და შენს ცხოვრებას დიდ აზარტს აძლევს, იყოს დამღლელი?!. ჩემთვის ყველაზე დიდი დაღლა არის უსაქმოდ და მიზნის გარეშე ყოფნა. ხანდახან ადამიანებს ჩემი ზედმეტი აქტიურობითა და მიზანსწრაფულობით ვაწუხებ, მაგრამ სულ მიკვირს იმ ხალხის, ვისაც არა აქვს მიზანი. მბეზრდება უსაქმოდ ცხოვრება.
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენი ცხოვრებიდან ბევრი გაკვეთილი მიიღე და გაითავისე.- ბევრი შეცდომაც მომსვლია, მაგრამ ამან თუ არ გასწავლა და არ გაიზარდე, იქვე დარჩები. ფეხი სადღაც თუ არ ჩაგივარდა, ალბათ, გამართულ სიარულს ვერ ისწავლი...
წყარო http://www.ambebi.ge